​ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვის გადადებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიესალმება იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას "სახელმწიფო დაცვის სპეციალური შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვის 2 თვით გადადებას და იმედს გამოთქვამს, რომ დამატებით ვადაში, რომელიც კონსულტაციებისათვის კომიტეტმა აიღო, უფლებამოსილების გასვლის შემდეგ, პრეზიდენტის დაცვის საკითხი ბოლომდე იქნება გააზრებული.
"მივესალმებით იმას, რომ ყველა ის რისკი და საჭიროება იყოს სრულყოფილად გამოვლენილი და დაფიქრებულად მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა და არა ნაჩქარევად. დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ როდესაც ეს საკითხი დაბრუნდება განსახილველად, პარლამენტი იხელმძღვანელებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.