​აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა ნატო- საქართველოს ურთიერთობასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მექანიზმებზე იმსჯელეს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აშშ- ი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპის მიმართულებით თანაშემწის მოადგილეს ჯორჯ კენტს შეხვდნენ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონულ გამოწვევებს, ჰიბრიდულს საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის მექანიზმებს.