​გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში გაემგზავრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკის კონფერენციაში „ურბანიზაციისა და სიღარიბის დაძლევის კვლევის მე -5 კონფერენცია“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვაშინგტონში 7 სექტემბერს ჩატარდება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი და საერთაშორისო განვითარების წამყვანი ორგანიზაციები.
კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის ექსპერტები და ეკონომისტები, აკადემიური და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ქალაქში მიწის და სატრანსპორტო პოლიტიკის ეფექტიანობის, ურბანულ განვითარებისას და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საკითხებს განიხილავენ.
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი აბაშიშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.