​გიორგი აბაშიშვილი - პროფესიული განათლების პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს დასაქმების, როგორც ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემის მოგვარება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებასა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის დაგეგმვას შეეხებოდა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესასოციაციები.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდით მიმდინარეობს პროფესიული განათლების პლატფორმის შექმნის პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასაქმების, როგორც ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემის მოგვარება.
"ამ პროექტში ასევე ჩართულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში მართავს შეხვედრებს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტად გაირკვეს რა არის ბიზნესის საჭიროებები იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტად გაირკვეს რა არის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც არის დასაქმების ზრდის რესურსი", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.