​გიორგი აბაშიშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სურდა ფართო კონსენსუსი შემდგარიყო, რათა კანდიდატურას პარლამენტში დამტკიცების შანსი ჰქონოდა.
"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას, ანუ პარლამენტში კანდიდატურის დამტკიცების ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ფართო კონსენსუსის გარეშე, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტირებული.
მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატურა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს. ასე რომ, კონსენსუსი ამ ეტაპზე ვერ შედგა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.