​მაკა ჩიჩუა და გიორგი აბაშიშვილი საქველმოქმედო აუქციონს დაესწრნენ

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აუქციონს დაესწრნენ.
აუქციონზე ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი , რომლიდან შემოსული თანხა ბავშვთა ჰოსპისს მოხმარდება.
აუქციონი მეორე წელია იმართება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები იღებენ.