​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი "ევროკლუბის" მონაწილეებს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი "ევროკლუბის" მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის მონაწილეებს შეხვდა, რომელსაც "ევროკლუბი" ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის სამოქალაქო დისკუსიების წახალისება, თემატური შეხვედრები და ტრეინინგები ბათუმში, ზუგდიდსა, და ქუთაისში იმართება.
გიორგი აბაშიშვილმა პროექტის მონაწილეებს მიმართა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"საქართველოს სამ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ახალგაზრდული დისკუსიები, პოლიტიკური დებატები, სამოქალაქო აქტივობები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ტარდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსიების მოწყობას ახერხებენ. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს და რამდენადაც შეიძლება, მასში საქართველოს სხვა ქალაქებიც ჩაერთოს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. შეხვედრის შემდეგ პროექტის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერეს.