გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ჯოზეფ ბაიდენის ცენტრის დირექტორს შეხვდნენ

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშივილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ცენტრის დირექტორს მაიკლ კარპენტერს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხებით, ბაიდენის ცენტრი ეროვნული მედეგობის ცენტრთან ითანამშრომლებს.
შეხვედრისას მხარეებმა ბაიდენის ცენტრთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რეგიონულ პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.