პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში შექმნილი დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელზეც საბჭოს წევრებმა საბჭოს სტრუქტურა და სამომავლო საქმიანობის კონცეფცია განიხილეს. 
შეხვედრის ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ განახორციელა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სწორედ საქართველოში დუალური პროფესიული განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობაა.
საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე მსხვილი ბიზნეს- ასოციაციები, დონორი ორგანიზაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
შეხვედრაზე ისაუბრეს დუალური განათლების მნიშვნელობაზე, მის განვითარებასა და ხელშეწყობაზე, ასევე პროფესიული განათლების პრიორიტეტებსა და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ხელშეწყობაში პროფესიული განათლების  როლზე.