საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.
მიმართვები
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ დაესწრო.
შეხვედრისას პრეზიდენტმა სტუდენტების და პროფესორების მოსაზრებებს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდრეი კისკას გულითადი მასპინძლობისათვის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში დღეს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა „თბილისის სტრატეგიული დისკუსიის“ ფორმატში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სისტემაზე სასაუბროდ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მიიღო მონაწილეობა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოსახლეობას კონსტიტუციური რეფორმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში ჩაერთო და პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის წევრებთან ერთად ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის დღეებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებისა და პარტნიორების ორგანიზებით რიყის პარკში გაიმართა.