მიმართვები

04.05.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული დიპლომატიის გამარჯვება და წარმატება უწოდა ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერ წერილს და მას თავისუფლების სულისკვეთებაზე აგებული სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დახმარების ნაბიჯები უწოდა.

30.04.2017

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა სახელობის მემორიალი გახსნა და ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

29.04.2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ “ამბასადორთა ფორუმს” დაესწრო.

28.04.2017

ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

25.04.2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.

20.04.2017

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

19.04.2017

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და აცხადებს, რომ  ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა, პოლიტიკური კულტურა და უნარი, ააშენონ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობით განისაზღვრება.

12.04.2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გამართა.

11.04.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში  - NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

09.04.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და რუსთაველის გამზირზე 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.