საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარე უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოუსმინოს მათ და არ გადაიდგას მყისიერი ნაბიჯები.
მიმართვები
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრთან ერთად დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „ეფექტური მმართველობა - საგანმანათლებლო საქმიანობით დემოკრატიული ღირებულებებისა და პრაქტიკების ხელშეწყობა“ გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრების ბიოგრაფიათა კრებულის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თსუ-ს ბიბლიოთეკას საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა.