მიმართვები

26.02.2018

ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.

25.02.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.

20.02.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თელავიდან დაიწყო კამპანია "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.

12.02.2018

კონფერენციას საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო ესწრებოდნენ.

09.02.2018

საბერძნეთში, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა.

08.02.2018

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებების დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა და პროკოპის პავლოპულოსმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

06.02.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, "სტრატეგიული დისკუსიის" ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

05.02.2018

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.

02.02.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. "გირგვლიანის შესწორებებთან" დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები 2012 წლის "ამნისტიის შესახებ" კანონის მიხედვით განახორციელოს და შეიქმნას ეფექტური მექანიზმი, რომლითაც სისტემა სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანებისაგან გათავისუფლდება.

15.01.2018

პრეზიდენტმა დღეს ის ორი, მნიშვნელოვანი საკითხი განმარტა, რომელიც კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი: ერთი - მედიის სარეკლამო ბაზარს, მეორე კი - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შესყიდვების საკითხს ეხება.