მიმართვები

12.09.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალს მიეძღვნა.

24.08.2017

სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთიანნი, ჩვენ დღეს დღევანდელი დღის საზეიმო ღონისძიებები გავაუქმეთ.

22.08.2017

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს მადლობას უხდის.

15.08.2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო.

12.08.2017

საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა. 

08.08.2017

საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და განაცხადა, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპაციის - ამ ისტორიული უსამართლობის გამართლებას და საქართველოს საზღვრების შეცვლას, თუმცა არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას.

07.08.2017

გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის ღირსების ორდენი გადასცა.

01.08.2017

მრავალეროვან სწავლებაში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა შერეულ საავიაციო ბაზაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

30.07.2017

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.