საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.
მიმართვები
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციიდან საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი შეფასებებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დასწრო, ამერიკის ელჩს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრო და კონფერენციის მონაწილე 40 მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს სიტყით მიმართა.
იღებაზე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებთან ერთად მივიდა და 40 -მდე ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.
გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს შეხვდა და NDI-ის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აცხადებს, რომ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
დღესვე საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავს მიეძღვნა.