ადმინისტრაციის სიახლეები

13.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც დღეს საღამოს აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისათვის" მივიდა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და პროვოკაციული მოქმედებები.

12.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი

12.05.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროისათვის, იმ ადგილას და იმ ფორმით.

08.05.2018

კახა კოჟორიძემ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ღირსების საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

05.05.2018

"მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

04.05.2018

​ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

03.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას, პრეზიდენტთან სატელევიზიო დებატებთან დაკავშირებით, უღირსი და არასერიოზული უწოდა.

01.05.2018

ანა ნაცვლიშვილს და კახა კოჟორიძეს  მეშახტეებმა იმ პრობლემების შესახებ მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ბოლო წლებში მათ სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

01.05.2018

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა.

30.04.2018

პრეზიდენტი ყოველ წელს ფართომასშტაბიანი დებატების მომხრე იყო და სურდა, რომ მის ყოველწლიურ მოხსენებას შესაბამისი ფორმატი ჰქონოდა