ადმინისტრაციის სიახლეები

31.03.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წნორში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

28.03.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი სასამართლო კრიზისის დაძლევის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის - "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" მოსაზრებით დაინტერესდა.

26.03.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი კიდევ ერთი მაღაროელის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობა მიუღებელია.

26.03.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს ნარკოდამოკიდებულების შემცირების მიზანს და თავად აჩენს ახალ პრობლემებს.

24.03.2018

უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართულებით რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კონსოლიდირება.

23.03.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა კვოტირების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

23.03.2018

ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

22.03.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველომ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადი უნდა შეიტანოს.

22.03.2018

ამ წუთებში დახვედრის ცერემონიისათვის მზადება მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

21.03.2018

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას", რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა.