ადმინისტრაციის სიახლეები

02.03.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგის ჯგუფთან ის გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მუშაობა.

02.03.2018

აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ შავაძის განცხადებებიდან ათ დღეზე მეტია უკვე გასული, მაგრამ საზოგადოებამ, ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება.

01.03.2018

აღინიშნა ეკონომიკური ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისა და ბიზნესკავშირების გაფართოების თვალსაზრისით.

28.02.2018

გიორგი მარგველაშვილის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა მიაწოდა.

28.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

27.02.2018

საქართველოს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბაკურიანში პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით მიმდინარე პროექტის "ზამთრის სკოლა - ქმედება იწყება" მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

27.02.2018

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო, რომელმაც სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა.

23.02.2018

როგორც გიორგი აბაშიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, პრეზიდენტმა დააჯილდოვა პირი, რომელმაც რუმინეთისა და საქართველოს ხალხებს შორის კულტურული ხიდის როლი შეასრულა.

23.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ-ვიორელ მელეშკანუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დან ნიკოლაესკუს და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდნენ.

21.02.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, რომელიც დღეს პარლამენტში "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას ესწრებოდა, პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მთავარი მიზანი იყო არა შინაარსობრივი მსჯელობა, არამედ მარგველაშვილის ვეტოს დაძლევა.