საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე საქართველოში გერმანიის კანცლერის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ანგელა მერკელის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.
ადმინისტრაციის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხლაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი პროცესის მიმდინარეობას განმარტავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ პროცესში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა როგორც იუსტიციის საბჭოს, ასევე უზენაეს სასამართლოს შესთავაზა, თუმცა მათგან უარყოფითი პასუხები მიიღო.
აღნიშნული განცხადება კახა კოჟორიძემ დღეს პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართული შემაჯამებელი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს სასახლეში გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფართო კონსულტაციების ფარგლებში, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, დღეს, რუსთავში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დებატები ევროპული მომავლისთვის" მონაწილეებს შეხვდა.
პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პროექტი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკარების მხარდაჭერას მცირე სათემო პროექტების განსახორციელებლად.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების და სამოქალაქო სექტორის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.