ადმინისტრაციის სიახლეები

10.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქმედების სკოლა“ მონაწილეებთან ლექცია- დისკუსია გამართა.

09.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელას ეწვია და ახლადგახსნილი ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში გაიხსნა.

09.08.2018

პრეზიდენტის მრჩევლებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართეს. 

09.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ქალაქ ქარელსა და ხაშურში ოკუპაციის მუზეუმები გახსნა. მუზეუმები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში" ფარგლებში შეიქმნა.

09.08.2018

პრეზიდენტის მრჩევლები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს განაგრძობენ და დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

06.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

06.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად ფართო კონსულტაციები დაიწყო.

06.08.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფლიდან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მიიღო.

03.08.2018

საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან პროფესიულ ჯგუფებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ და  პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ.