ადმინისტრაციის სიახლეები

23.07.2018

გიორგი აბაშიშვილმა რეგიონულ ბიბლიოთეკართა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა 

14.07.2018

საქართველოს პრეზიდენტი დღეს არაფორმალურ გარემოში თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული კონსულტაციების შემდეგ ის ჯერჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც ფრაქციებმა დაასახელეს.

11.07.2018

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატის შერჩევის პროცესს აფასებს. კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა ვერ უზრუნველყო ის, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას პროკურატურის მიმართ ნდობა მოეტანა.

10.07.2018

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ბრიუსელის ნატოს სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ნატოს დოკუმენტებში ღირსეულად იქნება ასახული და შეფასებული იქნება ის პროგრესი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მიაღწია. 

04.07.2018

"ამ პროცესს ვერ ექნება ფართო საზოგადოებრივი ვერც ნდობა, ვერც მხარდაჭერა და ვერ მიგვიყვანს ეს პროცესი იმ შედეგებამდე, რაც სჭირდება ქვეყნის ინტერესებს, რომ მივიღოთ რეალურად დამოუკიდებელი, დეპოლიტიზირებული პროკურატურის სისტემა", -აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

04.07.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

04.07.2018

​საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე აჭარის მთავრობის მეთაურის გადადგომას ეხმაურება და პატარაძესა და მმართველ გუნდს შესაბამისი ახსნა-განმარტებების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.

03.07.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ცვლილებებს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელებას უწოდებს

02.07.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა.

02.07.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროექტის “ჩემი ხმა გადამწყვეტია!” მონაწილეებს შეხვდა.