საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ზუგდიდში სტარტაპ კვირეული გახსნა
ადმინისტრაციის სიახლეები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მარტის თვეში, აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმს ეწვია, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში" ფარგლებში, შეიქმნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა დუბაიში ვიზიტის ფარგლებში შეხვდრა გამართეს მის უმაღლესობა დუბაის შეიხ ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანისთან
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შავი ზღვის და ბალკანეთის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გორში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" მონაწილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაღალპროფესიული ჟურნალისტური და პუბლიცისტური საქმიანობისათვის ფოტოჟურნალისტი და მწერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე დიმიტრი ლოლაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.