​​გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შექმნილი მუზეუმი დაათვალიერა.
პროექტის „ეროვნული სასახლის მუზეუმი“ ფარგლებში მოხდა ისტორიული ავეჯის რესტავრაცია და სამუზეუმო სივრცის კეთილმოწყობა.
აღნიშნული სივრცე მოემსახურება როგორც კულტურულ, ასევე საგანმანათლებლო აქტივობებს, და წვლილს შეიტანს მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ეროვნული ფასეულობების განმტკიცების საქმეში.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნულ სასახლეს აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ისტორიული, სიმბოლური დატვირთვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით დამოუკიდებლობის გამოცხადების ასი წლისთავს.
,,ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სასახლესთან სხვადასხვა ტიპის პროექტების განხოციელებაში, მათ შორის, ახლა მხარი დავუჭირეთ უნიკალური, მაგრამ განადგურების პირას მდგარი სამუზეუმო ექსპონატების აღდგენას და დავეხმარეთ სწორედ ამ გამოფენის ორგანიზებაში და ბუნებრივია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ახლა უკვე დღეიდან შემოვა ეროვნულ სასახლეში მიიღებს გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.