საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმ ბრძანებულებაში შეიტანა ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს და თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს.
ადმინისტრაციის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა თენგიზ ფხალაძემ, ფიქრია ჩიხრაძემ და ანა ნაცვლიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ფონდებს ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ინფორაცია მიაწოდეს და გააპროტესტეს.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდნენ
ამ გადაწყვეტილებაში ერთი მარცვალიც რომ იყოს სწორი, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს პარლამენტზეც და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზეც.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების იმ პროექტს აპროტესტებს, რომელიც პარლამენტარებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა შეიმუშავეს და რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურში მიღების ახალ წესს არეგულირებს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებათა დავის საპარლამენტო კომიტეტზე "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაესწრო, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა.
პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, დიპლომატები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს, სარეზერვო ფონდის გაუქმებას და დაფინანსების შემცირების საკითხს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტებას უწოდებს.
აღნიშნული პოლიტიკური განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას აფასებს.