საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დიალოგისაკენ მოუწოდებს
აღნიშნული პოლიტიკური განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა."საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პოლიტიკურ გუნდს მოუწოდებს გამართოს დიალოგი ოპოზიციასთან, მათ მიერ დაყენებული საკითხების ირგვლივ. თავად პრეზიდენტი კი, მზადაა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად ჩაერთოს ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.