სიახლეები

16.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.

16.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს ზურაბ ჭავჭავაძეს (სიკვდილის შემდეგ) ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

15.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების 5 წლიან პერიოდში სახელმწიფო ჯილდოებით სულ 767 ადამიანის ღვაწლი აღნიშნა.

13.12.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

13.12.2018

საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

10.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

10.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მისი ბლოკის „ჩემი ნაბიჯი“ გამარჯვება მიულოცა.

10.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

07.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალების გამო საქართველოში აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

03.12.2018

დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.