გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მიმართვები
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში ბერნარ ფასიე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
საქართვლოს პრეზიდენტმა მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღებისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე მისი მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს.