გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ემანუელ მაკრონმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ელისეის სასახლეში მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.საზეიმო მიღებაში, რომლითაც ემენულ მაკრონმა უმაღლესი რანგის სტუმრებს მისასალმებელი ცერემონია გამართა, გიორგი მარგველაშვილთან და მაკა ჩიჩუასთან ერთად მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერმინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, ლიეტუვის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესტონეთის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები, შვედეთის, შვეიცარიის, ხორვატიის სახელმწიფოების მმართველები.