გიორგი მარგველაშვილი - მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ხმა მისცა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი."მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალებისა, რომელსაც მრავალი საუკუნის საოცარი, გმირული ისტორია აქვს. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს - ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.