გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცენდენტის შესაქმნელად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილისა და საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ცივილური გადაბარების პრეცენდენტის შესაქმნელად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს.გიორგი აბაშიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უფლებამოსილების გადაბარების ეს დემოკრატიული პრეცედენტი სამაგალითო იქნება შემდგომი პრეზიდენტებისათვის.
"საინტერესო შეხვედრა გვქონდა არჩეული პრეზიდენტის გუნდის წევრთან ბატონ ლაშა ჟვანიასთან. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარება ცივილურად განხორციელდეს. ადმინისტრაციის ყველა რგოლში მუშაობენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები და თითოეული მათგანის კვალიფიკაცია ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.