​ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტს ყოველ წელს ჰქონდა მზაობა საპარლამენტო გამოსვლა დებატების ფორმატში გამართულიყო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ყოველ წელს ფართომასშტაბიანი დებატების მომხრე იყო და სურდა, რომ მის ყოველწლიურ მოხსენებას შესაბამისი ფორმატი ჰქონოდა.
"ჩვენ მივესალმებით დებატებს. ყოველ წელს გვქონდა მზაობა და ღიაობა იმისთვის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატები. ბუნებრივია, წელსაც მხოლოდ მივესალმებით დებატებს ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.