​ბელარუსის პრეზიდენტმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
ალექსანდრე ლუკაშენკო გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.