​ეკონომიკურმა საკონსულტაციო საბჭომ სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომას დაესწრო, რომელმაც სურსათის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელა.
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ ეკონომიკაზე მისი შემადგენელი ნაწილი სურსათის უსაფრთხოების თემატიკაა. ამავდროულად, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა გვავალდებულებს, რომ მთელი რიგი პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ხარისხი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით იყოს დაცული. სხვაგვარად ძნელი იქნება ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება. სწორედ, ამიტომ, ყოველდღიური მუშაობა გვჭირდება, მათ შორის, ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და პროექტს დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.