​ფიქრია ჩიხრაძე - თუ არსებობს ალბათობა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" ცვლილებამდელი კანონი დარჩეს, ყველა მოგებული იქნება

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ არსებობს ალბათობა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო განხილვის შემდეგ, დარჩეს ცვლილებამდელი კანონი, ყველა მოგებული იქნება და განეიტრალდება ის საფრთხეები, რასაც ახალი ცვლილებები უქმნის მედიასაშუალებებს.
"პრეზიდენტის ვეტო საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დაიწერა, თუმცა ცნობილია, რომ მძიმე გამოცდილება გვაქვს პარლამენტთან ურთიერთობისას ვეტოებთან მიმართებაში: თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ვეტო გაიზიაროს პარლამენტმა, ხომ კარგი - ამით მოიგებს ყველა. მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ თვითონ პარლამენტშიც აზრთა სხვადასხვაობაა და შესაძლოა, ვერ გაიზიარონ ეს შენიშვნები და არც ვეტო დაიძლიოს - დარჩეს სტატუს კვო, ანუ ცვლილებამდელი კანონი, რომელიც მოქმედებაში იყო და არის დღესაც - ეს იქნება მისაღები ყველასთვის, სათადარიგო ვარიანტი და ამით, გადარჩება მედიაბაზარი, აღარ შეიქმნება ის საფრთხეები, რომელსაც ეს ცვლილებები შეუქმნიდა მედიასუბიექტებს და განეიტრალებული იქნება ბევრი ის მუხლი, რომელიც ძალიან სერიოზულ შფოთს იწვევდა საზოგადოებაში”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.