​გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ-ვიორელ მელეშკანუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დან ნიკოლაესკუს და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდნენ.
შეხვედრებისას განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რეგიონის უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის ჭრილში, საქართველოს ოკუპაცია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო - რუმინეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.