​გიორგი აბაშიშვილი - "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესში გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს.
"საქართველოს პარლამენტში "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა.