​გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფლიდან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მიიღო. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები ქალთა უფლებებს, სამოქალაქო აქტივიზმს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს შეეხო. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქიზიყელი გოგონები ცვლიან“ მონაწილეები.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის მიზანი ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის კვლევა და წახალისებაა. პროექტის ფარგლებში, ამ მიზნით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში შეიქმნა საზოგადო მოღვაწე ქალთა ღია მუზეუმი.