​გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების და ზრუნვის საგანია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ტელეკომპანიის "იბერია" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ერთერთ დამფუძნებელს პარლამენტარ ნატო ჩხეიძეს შეხვდება და შეეცდება მისგან მიიღოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
"საქართველოს პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების და ზრუნვის საგანია.
შესაბამისად, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა გარკვეული კითხვა გაჩენილა რომელიმე მედიასაშუალების მიმართ, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში არ ჩარეულიყო და ყურადღებით არ შეესწავლა", - აღნიშნა აბაშიშვილმა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებობს გარკვეული კითხვები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და პრეზიდენტის დავალებით შედგება შეხვედრა ნატო ჩხეიძესთან.