​გიორგი აბაშიშვილი „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" პროექტის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გორში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს" მონაწილე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
პროექტს ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია ახორციელებს და მის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო თვითშეგნებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში. პროექტი ხორციელდება შიდა ქართლსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრაზე ისაუბრეს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიულ მნიშვნელობაზე და ასევე ახალგაზრდების ჩართულობის განსაკუთრებულ როლზე.
"ვისაუბრეთ თავისუფლებაზე, სამოქალაქო აქტივობაზე, თუ რამდენად დიდია ახალგაზრდების როლი და აქტიურობა ქვეყნის განვითარების პროცესში. გორში ყოველთვის ჩანს, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით აქტიურები არიან, რაც მისასალმებელია," - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.