​გიორგი აბაშიშვილი საქართველოს ინოვაციური პოტენციალის ზრდის პირობების შესახებ ეკონომიკური საბჭოს პრეზენტაციას დაესწრო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ინოვაციური პოტენციალის ზრდის პირობებს შეეხებოდა.
საკონსულტაციო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და პროექტს დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.
როგორც პრეზენტაციაზე გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როცა აკადემიური წრეები მსჯელობენ ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, რის საშუალებასაც ეკონომიკურ გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭო იძლევა. ინოვაციური პოტენციალის ზრდა და ინოვაციები ეკონომიკაში არის ის გზა, რომელიც ქართულ ეკონომიკას სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.