​გიორგი აბაშიშვილი - საქართველოში დაბრუნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთვება ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს აფასებს, რომელიც აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ითვალისწინებს და მიესალმება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოში გამოკვეთილი მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობას.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე არსებობს სრული ორპარტიული თანხმობა.
"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოშიც გამოიკვეთა მრავალპარტიული ერთიანობის წინაპირობა. შესაბმისად, პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.