​გიორგი აბაშიშვილმა ბრატისლავაში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში სლოვაკეთის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბრატისლავაში სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სტეფან როზკოპალს შეხვდა და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხი განიხილა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო - სლოვაკეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
განიხილეს ასევე, სლოვაკი ბიზნესმენების მონაწილეობა კრინიცის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბაკურიანის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 26 მაისს გაიმართება.