გიორგი მარგველაშვილი OSCE/ODIHR- ის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა, რომელიც 1999 წლიდან სისტემატიურად აკვირდება ქვეყანაში გამართულ არჩევნებს.როგორც მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს OSCE/ODIHR- თან, და საქართველოს ხელისუფლება მზადაა მაქსიმალური დახმარება გაუწიოს მისიას ეფექტიან ფუნქციონირებაში.
შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს საკითხებზე მსჯელობას შეეხო.