გიორგი მარგველაშვილი აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს
- აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს.აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა კი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულ ენასთან ერთად, სახელმწიფო ენადაა აღიარებული, აფხაზური თვითმყოფადობისა და კულტურის ანარეკლი.
მინდა აფხაზმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ვესწრაფით დღეს, როდესაც შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე საუბარს.