​გიორგი მარგველაშვილი - მთავარი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან არის ის, რომ დამოუკიდებლობა გადავაქციოთ თავისუფლებად

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული არჩევანი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ დაესწრო.
კონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე და ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება განსაკუთრებული რომანტიზმით და არარეალური მოლოდინებით შევიდა დამოუკიდებლობის ეპოქაში და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ერთერთი ყველაზე აქტიურად დაპირისპირებული სახელმწიფო რუსეთის ფედერაციასთან და არსებობდა სამოქალაქო დაპირისპირება, გარკვეულწილად შეიქმნა ის ფუნდამენტები, რომლებმაც მისცა ქვეყანას შესაძლებლობა შემდგომი განვითარების.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონფერენციის ლოზუნგი, დაკავშირებულია ზურაბ ჟვანიასთან და იმ ახალგაზრდა ადამიანების გუნდთან, ვინც ნათლად ხედავდა, რომ დისკუსია საქართველოს გეოპოლიტიკური მომავლის თობაზე უნდა იყოს, უნდა მიმდინარეობდეს ჩვენი სახლემწიფოს ევროპული ინტეგრაციის, ევროპაზე ორიენტაციის კონტექსტში.
„იმ ეტაპზე მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები დაფუძნდა. პირველი არის, ალბათ, საქართველოს და ჩვენი საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მიდრეკილება დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების მიმართულებით. მრავალპარტიულ დისკუსიას ალტერნატივა არ ჰქონდა.
ამავე პროცესის ნაწილია ჩვენს საზოგადოებაში მედიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი საზოგადოების ორიენტაციის, ჩვენი ღირებულებების გამოვლენაა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციის მიღების პროცესში მიმდინარე დისკუსიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ძალიან საინტერესო დიალოგი მიმდინარეობდა, რომელმაც თანხმობის დოკუმენტის მიღება უზრუნველყო.
„მნიშვნელოვანია, რომ, როცა ვიხსენებთ ამ პერიოდს და დღეს, დღევანდელ პერიოდთან რომ ვატარებთ გარკვეულ ანალოგიას, ჩვენ ვხედავთ რომ მაშინ ძალიან საინტერესო იყო სწორედ ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საზოგადოებაში - კონსტიტუციაზე მსჯელობა.
95 წლის კონსტიტუციის მიღება ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა და მაშინაც ეს ზურა ჟვანიას სახელს უკავშირდებოდა. იყო აქტიური დისკუსია თვითონ პარლამენტის შიგნით.
იმ პარლამენტზე ამბობენ, რომ ეს იყო ძალიან ეკლექტური პარლამენტი, მეორე მხრივ ეს იყო პარლამენტი, რომელმაც მაშინ 95 წელს, ასეთი რადიკალიზმის პერიოდში შეძლო და შექმნა თანხმობის დოკუმენტი, რომელსაც ფაქტიურად ყველა მოთამაშე ძალამ მოაწერა ხელი“, - განაცხადა გიორგი მაღგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამავე პერიოდში დაისახა დამოუკიდებელი საქართველოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება - საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია.
„მაშინ  როგორც ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ნათლად დაინახეს, რომ შავი ზღვის დაკავშირება კასპიის ზღვასთან და ეს თანამშრომლობის ვექტორი არის ის, რაც მომავალში განაპირობებს, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტაბილურობას და იმ ფუნქციას, რომელსაც დღეს უკვე არაერთი ძალიან საინტერესო გაგრძლეება აქვს.
ჩვენ ვხედავთ რომ ის თანამშრომლობა, რომელიც მიმდინარეობს კასპიისა და შავ ზღავს შორის, კიდევ უფრო ფართოდ იშლება და დღეს, ზე სახლემწიფოს, უძლიერესი ეკონომიკური მოთამაშის, ჩინეთის ინტერესები, სწორედ ამ მიმართულებით, ახალი აბრეშუმის გზის მიმართულებით ვითრდება,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.