​გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ნება მომეცით გითხრათ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების 25 წლისთავს, რომელმაც აშკარად განსაზღვრა, 3000 წლიანი ისტორიის მქონე ჩემი ხალხის მზაობა აღედგინა სახელმწიფოებრიობა და ისევ გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის დამოუკიდებელი წევრი.
 
ეს იყო რთული არჩევანი, რთულ გარემოში. ეს არჩევანი გააკეთა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომლის დაბადების დღეც არის დღეს. ამ არჩევანმა განსაზღვრა ჩვენი დამოუკიდებლობა, რომელიც შემდგომ გადაიზარდა თავისუფლებაში.
 
განსხვავება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შორის ძალიან დიდია. ვფიქრობ ამ საკითხზე საუბრისთვის ძალიან შესაფერის ადგილას ვიმყოფები, რადგან ჩვენ ვართ უნივერსიტეტში, რომელიც ატარებს ამ სახელმწიფოს ერთერთი ფუძემდებლის სახელს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება და საკუთარი პოლიტიკური ხედვები მიუძღვნა ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული თავისუფლებაზე და პიროვნების თავისუფლებაზე, რომ შეექმნა გამართული სახელმწიფო, რომელიც დასაფასებელია მისი ქმედითი სისტემითა და ქმედითი ადმინისტრაციით და ამავე დროს აძლევს საშუალებას თითოეულ ინდივიდს განავითაროს საკუთარი იდენტობა და ემსახუროს საერთო მიზანს, საკუთარ მიზნებს.
 
ვისაუბროთ თუ როგორ შევძელით და როგორ ვფიქრობთ და ვგეგმავთ საბჭოთა კავშირისგან მოპოვებული დამოუკიდებლობა გარდავქმნათ საქართველოს თავისუფლებად და რა უნდა ვქნათ ამის მისაღწევად.
 
ვფიქრობ, რომ აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მისიისა, რადგან მუშაობა მიზნისთვის ისეთ რთულ გარემოში და ისეთ რთულ დროს მოითხოვს, რომ შეხედო მეგობრებს, ხალხს, ქვეყნებს, სისტემას, რომლებიც იზიარებენ იმ ღირებულებებს რასაც შენ, ავითარებენ იმ პოლიტიკას, რასაც შენ და ამის გაკეთება ძალიან კოორდინირებული და გამიზნული ხერხით.
 
საქართველო საკუთარ თავს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს. ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი თავი 25 წლის წინ განსაზღვრა, როგორც დამოუკიდებელმა ერმა და ნათლად განაცხადა ამის შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არაერთ ლიდერს აღუნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო და ევროპული ოჯახის წევრი, ევროპული ღირებულებებით, რომელიც შეიქმნა და განვითარდა ევროპაში.
 
ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის, როგორც თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, საჭიროა ახალი სისტემების, ფუნქციური ინსტიტუტების დანერგვა სახელმწიფოში, მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური ლიდერების არჩევანი.
 
ჩვენ განვსაზღვრეთ საერთაშორისო ალიანსები, რომლისაც გვჯერა და ვეკუთვნით, ესენი არიან ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. ეს არის რთული გზა და რთული სამუშაო, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა გაიარონ, რომ დააკმაყოფილონ ის კრიტერიუმები, რომლებსაც გვიწესებენ ეს ინსტიტუტები.
 
ჩვენ ახლა ვართ ქვეყანა, რომელმაც განავითარა ძალიან წარმატებული ანგარიში ამ მიმართულებით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ააშენა ნამდვილად მუშა დემოკრატია. დემოკრატია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთავრობა არჩევნების გზით. და დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპზე, რომ ხალხი ირჩევს მთავრობას და ისინი ქმნიან მთავრობას, რომელიც მათ ემსახურება.
 
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მიაღწია თავისუფალ ვაჭრობას და გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება ბიზნესი და ეკონომიკა საქართველოში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ყველაზე კონკურენტული ჯარი და სამხედრო ძალა მსოფლიოში, რომელიც კონკურენტულია ნატო-ს სტანდარტებისა.
 
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მივიღეთ გადაწყვეტილება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისგან რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდებით მათი წევრები. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დგას ევროკავშირისა და ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად და უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა დაბალი კორუფციის მაჩვენებლით რეგიონში და ყველაზე დაბალი გადასახადებით და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა მაღალი შეფასებით ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, ქვეყანა, რომელიც ხსნის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
 
რაც შეეხება ინვესტიციებს, ბიზნესის კეთებას, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ადგილმდებარეობის გამო არის სატრანზიტო ქვეყანა რეგიონში. ქვეყანა, რომელსაც მოაქვს ძალიან სანიმუშო და საინტერესო გადაწყვეტილებები ყველაზე საინტერესო რეგიონულ პროექტებზე. პროექტები, რომლებიც აერთიანებენ კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღვის რეგიონს, პროექტები, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ეკონომიკურად აკავშირებენ ევროპასთან და პირიქით. ვაკეთებთ რა ამას, წარმატებით ვავითარებთ ისეთ შთამბეჭდავ პროექტებს, როგორიც არის, ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც სათავეს იღებენ აზერბაიჯანიდან და გაივლიან საქართველოს და ქმნიან უსაფრთხო ენერგოშესაძლებლობებს თურქეთისთვის და სხვა ბაზრისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც საბოლოოდ განთავსდება ევროპის ჩრდილოეთით, კონკრეტულად კი იტალიაში.
 
ქვეყანამ დაიწყო განვითარება ინფრასტრუქტურის სისტემის, პორტების, რკინიგზის, გზატკეცილების, რომელიც ასევე ემსახურება აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანამშრომლობის გაღრმავების მიზანს. ქვეყანა, რომელიც აქტიურად ისწრაფვის საკუთარ მეზობლებთან ერთად განავითაროს საინტერესო რეგიონული პროექტები.
 
ჩვენ ვართ ასევე ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ახალ აბრეშუმის გზაზე. ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია არის დაკავშირებული კავკასიის რეგიონთან და ხდის მას მიმზიდველს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულს, კონკურენტულს და საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალურ ევრაზიის კონტინენტის პარტნიორობაში.
 
ამავე დროს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, რომლებიც უნდა დავძლიოთ. პირველ რიგში,  ეს არის ჩემი ქვეყნის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის მიერ; 15% კი ჩემი ქვეყნის მოქალაქეებისა საკუთარ სახელმწიფოში დევნილები არიან. მხოლოდ იმიტომ, რომ არიან ქართველები, მათ ჩამორთმეული აქვთ ძალიან ფუნდამენტური ადამიანის უფლებები, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებლებს, და დაუბრუნდნენ იმ ადგილებს, სადაც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ.
 
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც კვლავ აქვს ეკონომიკური პრობლემები გარკვეულ საკითხებში, მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ არსებობს უდიდესი შესაძლებლობები, ეს შესაძლებლობები არ იძლევა ყოველთვის ხელის ჩაჭიდების საშუალებას. ასე, რომ შედეგი ამისა ის არის, რომ GDP-ს მაჩვენებელი არ არის მაღალი. სიმდიდრის განაწილება არ არის მაღალი. ჩვენ გვაქვს დაბალი საპროცენტო მაჩვენებელი საშუალო და მცირე ბიზნესისა, რაც ეკონომიკას ხდის დაუცველს. და ასევე ამის შედეგად ჩვენ გვაქვს პრობლემური დასაქმების დონე.
 
ჩვენ დავამყარეთ ძალიან ინტენსიური დიალოგი და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც იზიარებენ მსგავს ამოცანებს, მსგავს ღირებულებებსა და მიზნებს. აქ ვართ ახლა და ვიყვით 6 თვის წინ, რათა უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის ამერიკელი პარტნიორების ყურადღება მივიზიდოთ.
 
დავანახოთ, რომ  ნატო-ს, ევროკავშირსა და ამერიკას, არა მარტო ის, რომ ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, არამედ ისიც, რომ ყველაზე მეტად პრობლემური საკითხები ვერ გადაწყდება, თუ უგულებელვყოფთ და უარს ვიტყვით იმის გაგებაზე, რომ უსაფრთხოების საკითხები წარმატებული და სტაბილური მსოფლიოსათვის ვერ გადაწყდება ისეთი ქვეყნების ჩართულობის გარეშე, როგორებიც არიან საქართველო და სხვა ქვეყნები, რომლებმაც საკუთარი პროდასავლური არჩევანი გააკეთეს.
 
თუ შევხედავთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რაც ასე ხშირად გვგვრის შოკს, თუ შევხედავთ პარიზსა და ბრიუსელს, ასევე თურქეთში მომხდარ მოვლენებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხები არ არის რბილი და არ არის კეთილი ნება და არ არსებობს თანამშრომლობა.