​გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანს კშიშტოფ შჩერსკისს შეხვდა.
 
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნატოს დაახლოების ფორმატებზე და ხაზი გაესვა ამ სფეროში მიღწეულ პროგრესს.
 
მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
 
თენგიზ ფხალაძემ კშიშტოფ შჩერსკისს საქართველოს პრეზიდენტის მოწვევა გადასცა - გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა საქართველოში მოიწვია.