გიორგი მარგველაშვილმა სერჯო მატარელას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის შესახებ ისაუბრეს და ქართველ და იტალიელ ხალხს წინსვლა უსურვეს.
ვახშამს იტალიის პრეზიდენტის ქალიშვილი ლაურა მატარელა და სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.