​გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუდოლფ მიხალკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა რუდოლფ მიხალკას საქართველო - სლოვაკეთის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი, წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო - სლოვაკეთის ურთიერთობების გაღრმავებაში ბოლო პერიოდში, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტების უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას, რომელმაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, დღეს უკვე, სლოვაკეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მხარეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სლოვაკეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესახებ ისაუბრეს.