გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სექტორული ურთიერთობების განვითარებას. პრეზიდენტი მიესალმა ყირგიზეთის პრემიერის პირველ ვიზიტს საქართველოში, და აღნიშნა, რომ ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.
მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საერთაშორისო პროექტები და საქართველოსა და ყირგიზეთს ეკონომიკური პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
განიხილეს პროექტის “ლაპის ლაზური” მნიშვნელობა, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.